საქსტატმა სექტემბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 528 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 მილიონი დოლარით, ანუ 0.8%-ით მეტია.
რაც შეეხება წლის პირველ ცხრა თვეს, ჯამში საქართველოს ექსპორტი 4.6 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 12.7%-ით მეტია.
იმპორტის ზომამ კი 1.25 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით, ანუ 114 მილიონი დოლარით მეტია. მთლიანად 9 თვის იმპორტი კი 11.3 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 18%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს. შესაბამისად ამ დღეს გახდება ცნობილი რა საქონლის იმპორტი და ექსპორტი გაიზარდა სექტემბერში.
კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში ორთაჭალის ქუჩაზე, N88-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.…
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „ინგლისური სამართლის ფორუმის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი ქართული და ბრიტანული იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის…
თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 ოქტომბერს, „თბილისობა“ მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება. რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი,…